მკითხველთა წრე სკოლაში

წრე ემსახურება მოსწავლეებში კითხვის გაუმჯობესებას.

საწრეო მუშაობის მიზანი-
1. მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ესგ-ს მოთხოვნების მიხედვით, ფოკუსირებული სწავლება.
2.      მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა.
3. კითხვისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება.

საწრეო მუშაობის ხანგრძლივობაა 2017-2018 სასწ.წ. მე-2 სემესტრი კვირაში  1 სთ.

     2017-2018 სასწავლო წლის მეორე სემესტრში, მეორე კლასში გდავწყვიტე ჩამომეყალიბებნა კითხვის წრე. რომლის მიზანი კითხვის ტექნიკის დახვეწა- გაუმჯობესებასთან ერთად, ცოდნის გაღრმავება და კითხვისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაა. იმის გათვალისწინებით, რომ მეორეკლასელებისათვის კითხვა დიდ ძალისხმევას და შრომასთან არის დაკავშირებული, ბავშვებს ხშირად ემართებათ ფრუსტრაციის განცდა. კითხვა მათთვის ყოველდღურ რუტინად იქცევა ხოლმე და სიამოვნების ნაცვლად კითხვა მათთვის უინტერესო პროცესია.
   აღნიშნულის მიზნის მისაღწევად მოსწავლეებში ჩავატარე გამოკითხვა და საწრეო მუშაობის თემატიკა შევარჩიე სწორედ მათი სურვილის გათვალისწინებით. იმისათვის, რომ მრავალფეროვანი და საინტერესო მუშაობა წარვმართო, იმ აქტივობებთან ერთად, რომელიც ვიცი, რომ ნამდვილად მოსწონთ და კარგად ამყვებიან ჩემი მოსწავლეები, დაგეგმილი მაქვს ასევე უამრავი აქტივობა, რომელთა განხორციელებითაც გავალ როგორც ესგ-ს, ასევე საწრეო მუშაობის გეგმით გათვალისწინებულ შედეგზე.
    საწრეო მუშაობა იწარმოებს კვირაში ერთჯერ, ერთი საგაკვეთლო საათი.


                                               საწრეო მუშაობის პროგრამა


თვე და რიცხვი
სამუშაო პროგრამა
01,02. 2018
საწრეო  მუშაობის მიზნის გაცნობა
06.02.2018
წინადადებები   შინაარსის  მიხედვით.  სხვადასხვა  ტიპის  წინადადებების  სწორად კითხვა   
13.02.2018
ლექსი    და    პროზა
ლექსის    რიტმი   ანა კალანდაძე- „   მოდიოდა ნინო მთებით“
გალაკტიონ ტაბიძის- „ქარი ქრის..“
20.02.2018
ოქროს ფონდიდან ქართველი მწერლების მიერ წაკითხული ლექსების მოსმენა და კომენტარი;
ქართველი მსახიობების მიერ წაკითხული ლექსების მოსმენა;
06.03.2018
მერი ბოლქვაძე - „სახლი“
20.03.2018
თამარ დამია- „კოდალების თავსამკაული“
27.03.2018
ირმა მალაციძე- „კუსანას ციხესიმაგრე“
კითხვა-ანალიზი;
03.04.2018
ქეროლ მური - „ლუკა და მეკობრე“
10.04.2018
თამარი ფხაკაძე - „როგორ მიაჭირა ქონდრისკაცმა თავი მთვარეს“
17.04.2018
მერი ბოლქვაძე - „ერთი დღე გაზაფხულის ცაზე“
24.04.2018
დონალდ ბისეტი - „გაქცევა როდეოდან“(ნაწყვეტი)
01.05.2018
ჯოელ ჰარისი- „ბიძია რიმუსის ზღაპრები“ (ნაწყვეტი)
08.05.2018
ანე კატერინე ვესტლი- „დედა, მამა, საბარგო მანქანა და რვა 
15.05.2018
ჩემი საყვარელი ლექსი;მხატვრული კითხვა
ხაშურის საბავშვო ბიბლიოთეკაში საბავშვო მწერლებთან შეხვედრა. 
გივი ჩიღვინაძე, მაია მიქაია,  ნათია აბულაძე.
22.05.2018
სულხან-საბა ორბელიანი; იგავის ენა
29.05.2018



05.06.2018
ჩვენი საყვარელი ზღაპარი; "მონადირე მანგური" პაატა პაპავასა და თამარ ადამიას ადაპტირებული ვერსია - (ჩანაწერების დღიურში ჩანაწერების გაკეთება)

ჩემი საყვარელი მოთხრობა; პერსონაჟი; 
პრეზენტაცია
12.06.2018
 შემაჯამებელი მუშაობა- „მე და კითხვა“


                                            წრის პირველი სამუშაო შეხვედრა







                                         საწრეო მუშაობის მეორე შეხვედრა










                                       საწრეო მუშაობის მესამე შეხვედრა














                                            საწრეო მუშაობის მეოთხე შეხვედრა
















                                               საწრეო მუშაობის მეხუთე შეხვედრა


















საწრეო მუშაობის მეექვსე შეხვედრა
ქეროლ მურის მოთხრობა "ლუკა და მეკობრე"
ტექსტის კითხვა-ანალიზი















                                                საწრეო მუშაობის მეშვიდე შეხვედრა
                                მოსწავლეებმა წაიკითხეს თამრი ფხაკაძის მოთხრობა 
                                    "როგორ მიაჭირა ქონდრისკაცმა თავი მთვარეს"
ბავშვებმა ასევე შექმნეს ილუატრაციები მოთხრობის მიხედვით, რომელიც ავკინძეთ და წიგნის ფორმა მივეცით.















საწრეო მუშაობის მერვე შეხვედრა 






საწრეო მუშაობის მეცხრე შეხვედრა












საწრეო მუშაობის მორიგი შეხვედრა. 
წავიკითხეთ მერი ბოლქვაძის მოთხრობა "ერთი დღე გაზაფხულის ცაზე "







საწრეო მუშაობის მეთერთმეტე შეხვედრა 








საწრეო მუშაობის მეთორმეტე შეხვედრა 
რასელ პანტერის "გაქცევა როდეოდან "
ტექსტის კითხვა-ანალიზი და ჩანაწერების გაკეთება კითხვის დღიურში







საწრეო მუშაობის მეცამეტე შეხვედრა 
საყვარელი მწერლის ლექსების კითხვა. 
შეხვედრა გივი ჩიღვინაძესთან, მაია მიქაიასთან და ნათია აბულაძესთან 









                                     საწრეო მუშაობის მეთოთხმეტე შეხვედრა
                                                  სულხან-საბა ორბელიანი
                                                                იგავის ენა

       მოსწავლეებმა წაიკითხეს  საკუთარი ხელით შექმნილი იგავ-არაკის წიგნები
        იმსჯელეს იგავის ენის რაობაზე და გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება













საწრეო მუშაობის მეთხუთმეტე შეხვედრა 
საყვარელი ზღაპარი 
"მონადირე მანგური "
კითხვა/ჩანაწერების გაკეთება კითხვის დღიურში 















საწრეო მუშაობის მეთექვსმეტე შეხვედრა 
მოსწავლეებმა ისაუბრეს პირველად წაკითხული ზღაპრების შესახებ 








საწრეო მუშაობის მეჩვიდმეტე, შემაჯამებელი შეხვედრა













შემოგთავაზებთ საწრეო მუშაობის ანგარიშს
რეფლექსიის ფორმით

   საწრეო მუშაობის რეფლექსია


საწრეო მუშაობის მიზანი-
1. მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ესგ-ს მოთხოვნების მიხედვით, ფოკუსირებული სწავლება.
      2.      მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა.
      3. კითხვისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება.

 
  2017-2018 სასწავლო წლის მეორე სემესტრში, მეორე კლასის ბაზაზე შევქმენი კითხვის წრე. რომლის მიზანი კითხვის ტექნიკის დახვეწა- გაუმჯობესებასთან ერთად, ცოდნის გაღრმავება და კითხვისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაა.
   საწრეო მუშაობის პროგრამა მოსწავლეთა სურვილისა და ინტერესების გათვალისწინებით შევარჩიე. მთელი სემესტრის განმავლობაში მოსწავლეები დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულები მუშაობის პროცესში.  დავიწყე მოცულობით მცირე, სახალისო ტექსტების საშუალებით მუშაობა. პატარა ლამაზად ილუსტრირებული წიგნები ბავშვებისათვის ძალიან საინტერესო და რაც მთავარია ადვილად დაძლევადი იყო. ეს ყოველივე დამეხმარა სწორედ კითხვისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში, რაც საწრეო მუშაობის ერთერთი მიზანი იყო.
      იმისათვის რომ გავსულიყავი საწრეო მუშაობის მიზნით გათვალისწინებულ შედეგზე აღნიშნულ ტექსტებს ვაანალიზებდით სხვადასხვა მრავალფეროვანი აქტივობებით. მაგალითად: კითხვის პლაკატები, სააზროვნო შეკითხვები პატარა ბარათებზე,კითხვისა და წერის აქტივობის ბარათები, კითხვის სხვადასხვა ვარიაციები, შეკითხვების დასმა ერთმანეთისთვის, კითხვის დღიური, სადაც კითხვის კალენდრის საშუალებით ვაანალიზებდით მოთხრობებს.(იხ. დანართის სახით).  ეს ყველაფერი მოსწავლეებს დაეხმარა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენაში.
     მუშაობის პროცესში მომიწია გეგმის მოდიფიცირება. კერძოდ, შედარებით რთული ტექსტები შევთავაზე ბავშვებს და შევქმენით „კითხვის დღიური“ , სადაც კითხვის კალენდრის საშუალებით მუშაობდნენ. მოსწავლეები იჩენდნენ განსაკუთრებულ შრომისმოყვარეობას საწრეო მუშაობის დროს, მათ ძალიან გამოიჩინეს თავი რაიონის საბავშვო ბიბლიოთეკაში მწერლებთან შეხვედრის დროსაც. დასვეს შეკითხვები, იყვნენ ძალიან აქტიურები და დაიმსახურეს შექებაც.
   საწრეო მუშაობა დამეხმარა საგაკვეთილო პროცესშიც. გამიადვილდა ესგ-ს მიზნით გათვალისწინებულ შედეგზე გასვლა. მოსწავლეებსა და მათ მშობლებს აქვთ სურვილი მომდევნო წელს მაგავსი ხასიათის აქტივობის გამეორების. ვფიქრობ მომდევნო წელსაც მივმართო აღნიშნული სახის ღონისძიებას.

  
                                                                                           სსიპ ქალაქ ხაშურის N7 საჯარო სკოლის
                                                                                           უფროსი მასწავლებელი: მაკა არევაძე
                                                                                                                                     2018 წელი                                                                  





7 комментариев:

  1. ძალიან საინტერესო და აქტიური მუშაობა გაგიწევია ჩემო კოლეგავ,იგრძნობა დიდი ძალისხმევა და შრომა,წარმატებებს გისურვებ

    ОтветитьУдалить
  2. ძალიან აქტუალური საკითხები გაქვს განხილული , განსაკუთრებით მომწონს მოსწავლეებში კითხვისადმი პოზიტიური დამოკიდებულება, ყოჩაღ , ძალიან შრომისმოყვარე პეაგოგი ხარ ძვირფასო, გისურვებ წარმატებებს!

    ОтветитьУдалить
  3. მაკა ჩემო ნიჭიერო და შრომისმოყვარებ!... წარმატებები!..

    ОтветитьУдалить
  4. ბევრი გიმუშავიათ მაკა მასწავლებელო, წარმატებები თქვენ და ტქვენს ბავშვებს

    ОтветитьУдалить
  5. მაკა, ფუტკარივით მოფუსფუსე და მშრომელო, გილოცავ ამ პროექტის წარმატებით, , . დასრულებას. მიზანს მიაღწიე, პატარებს კითხვა შეაყვარე. წარმატებები შენ და შენს მოსწავლეებს!

    ОтветитьУдалить
  6. maka is profesi gaqvs archeuli rac bunebit xar, kargi pedagogi, maswavlebeli, bavshvebis mimarT siyvaruliT savse da mjera rom, sheni moswavleebi gamoadgeba chvens saqarTvelos da viamayebT maTi. gisurveb winsvlas da warmatebebs.

    ОтветитьУдалить
  7. წარმატებები მაკა, შენს ბავშვებთან ერთად.

    ОтветитьУдалить

წიგნის კლუბი "წიგნი ჩვენი მეგობარია!"

წიგნის კლუბი- ,,იდმალი მეგობარი"

 წიგნის კლუბის N2 შეხვედრა 28.10. საკუთარი გემოვნებით შერჩეული ლიტერატურის წარდგება/ პრეზენტაცია.