გარე დაკვირვების გაკვეთილი და რეფლექსია

                                           
გაკვეთილის გეგმის ფორმა
 N2
მასწავლებლის სახელი, გვარი:  მაკა არევაძე
პირადი ნომერი: 
საგანი:  ქართული ენა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი / მე-4
მოსწავლეთა რაოდენობა: 27
გაკვეთილის თემა: „მწვანე ტოტი“ - მულტფილმის ჩვენება   https://www.youtube.com/watch?v=PV-dsTOrI7Y&t=408s
                გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლემ შეძლოს:
ü  მულტიპლიკაციური ფილმის ყურება, გააზრება და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;
ü  პერსონაჟის თვისებებსა და მოქმედებებზე დაკვირვება, მსჯელობა, პარალელების გავლება სხვა ტექსტებთან და საკუთარ გამოცდილებასთან;
ü  მეტყველებისა და მარტივი ფუნქციური წერის უნარის განვითარება;

გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
   წარმოდგენილი გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები გამომდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმიდან და სრულად შეესაბამება საგნობრივ სტანდარტსა და სასწავლო წლის მოცემულ პერიოდს, მორგებულია მოსწავლეთა საჭიროებასა და უნარებზე.
საგაკვეთილო თემა მიჰყვება სკოლის მიერ შერჩეულ მე-4 კლასის ქართული ენის სახელმძღვანელოში წარმოდგენილ თემატიკას. რაც შეეხება სასკოლო სასწავლო გეგმის საგნის სილაბუსს, მასში მოვახდინე მოდიფიცირება, ვინაიდან სახელმძღვანელოში, მოცემულ თავში შეტანილი რამდენიმე მოთხრობა შესწავლილი გვქონდა გასულ სასწავლო წელს. ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალე აღნიშნული მოთხრობა ჩამენაცვლებინა შემოთავაზებული მულტიპლიკაციური ფილმით, რომელიც ლოგიკურად და შინაარსობლივად უკავშირდება წინა გაკვეთილს, იაკობ გოგებაშვილის მოთხრობას „ჩიტი“.


N
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ.)
1
მიზანი: კლასის ორგანიზება და პოზიტიური საკლასო გარემოს შექმნა.
აღწერა: მასწავლებელი ესალმება კლასს, სთხოვს მოსწავლეს „დღის გზავნილის“ წარდგენას. შემდეგ აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანს და ახსენებს შეფასების რუბრიკებს. (აქვე სთხოვს მოსწავლეებს საშინაო დავალების რვეულები გაკვეთილის ბოლოს დაალაგონ მასწავლებლის მაგიდაზე, რათა მიიღონ შესაბამისი უკუკავშირი დავალებასთან დაკავშირებით)


პრეზენტაცია;


ვერბალური ახსნა;



ინდივიდუალური;


მთელი კლასი;
საკლასო ჟურნალი, „დღის გზავნილის“  შაბლონი; ლეპტოპი, პროექტორი, პრეზენტაციის სლაიდები, შეფასების რუბრიკები
ვიზუალურად  წარმოდგენილი რესურსები გაუადვილებს  მოსწავლეებს  ინფორმაციის  აღქმას.
2 წთ
2
მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება, ინფორმაციის ორგანიზება;
აღწერა: ცოდნასა და გაგებაზე ორიენტირებული შეკითხვების დასმით მასწავლებელი არკვევს რა იციან მოსწავლეებმა მულტფილმების შესახებ? როგორი მულტფილმები მოსწონთ? იციან თუ არა ქართული მულტფილმები? 

გონებრივი იერიში;







მთელი კლასი;
ინდივიდუალური;
პრეზენტაციის სლაიდები;
ლეპტოპი, პროექტორი

თემატური  ილუსტრაცი ები ეხმარება  მოსწავლეებს ინფორმაციის  აღქმასა და დასკვნების გამოტანაში.


3წთ
3
მიზანი: ფანტაზიის განვითარება და ფილმის მიმართ ინტერესის აღძვრა;
აღწერა: ვაჩვენებ მულტფილმის დასაწყისს „მწვანე ტოტი“, ყვავილების კრეფის ეპიზოდამდე. რას მიგვანიშნებს სათაური და ნახული ეპიზოდი? სთხოვს ვარაუდები მოინიშნონ წებოვან ფურცლებზე.

ვარაუდების გამოთქმა;
მულტფილმის ყურება;
კითხვა-პასუხი



მთელი კლასი;
ინდივიდუალური;
მულტფილმის ჩანაწერი „მწვანე ტოტი“ დასაწყისის ჩვენება; ლეპტოპი, პროექტორი
თემატური  ილუსტრაციები მულტფილმიდან ეხმარება  მოსწავლეებს ფანტაზიის უნარის განვითარებაში.

3წთ
4
მიზანი: მულტფილმის ჩვენება და შინაარსის გაცნობა;
აღწერა:მასწავლებელი აგრძელებს მულტფილმის   უწყვეტად ჩვენებას და ეტაპობრივად მოუწოდებს მოსწავლეებს ყურადღება გაამახვილონ მითითებულ ეპიზოდზე.

მულტფილმის ჩვენება კომენტირებით;


მთელ კლასთან
მულტფილმის ჩანაწერი, „მწვანე ტოტი“,   ლეპტოპი, პროექტორი
თემატური  ილუსტრაციები მულტფილმიდან ეხმარება  მოსწავლეებს ინფორმაციის  აღქმასა და დასკვნების გამოტანაში.  შესაბამის ეპიზოდებზე დაკვირვებით მოსწავლეებს გაუადვილდებათ გაკვეთილის მიზნის მიღწევა

8წთ
5
მიზანი:ვარაუდების გადამოწმება;
აღწერა: მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს, რომელი ვარაუდი გამართლდა და რომელი არა.

კითხვა-პასუხი
ინდივიდუალური
 წებოვანი ფურცელები.
აღნიშნული რესურსით მოსწავლეები შეძლებენ ვარაუდების გადამოწმებას.


2წთ
6
მიზანი: ნანახი ინფორმაციის ორგანიზება და რეფლექსია,
აღწერა: მასწავლებელი უბრუნდება მულტფილმის დასაწყისს და კადრის ოცდაათწამიანი გადახვევით აანალიზებინებს მოსწავლეებს შინაარსს.


მულტფილმის პაუზებით განხილვა; კითხვა-პასუხი



ინდივიდუალური

მულტფილმის შეჩერებული ეპიზოდები დაეხმარება მოსწავლეებს ნანახი ინფორმაციის გაგებასა და გაანალიზებაში.
10წთ
7
მიზანი: ინფორმაციის შეჯამება- დახარისხება;
აღწერა: მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით შეკითხვების დასმით შეაჯამონ ნახული მულტფილმი და დაახარისხონ ინფორმაცია. ყურადღებას ამახვილებინებს შემდეგზე:
ვინ არიან, როგორები არიან და რას აკეთებენ პერსონაჟები?
რაზე მიგვანიშნებს მათი სახის გამომეტყველება?როგორი დამოკიდებულება აქვთ ბულბულთან? რას აკეთებენ და რატომ?რა დიაგნოზს სვამს ექიმი? რა კავშირშია სათაურთან? რატომ მწვანე ტოტი? როგორ იქცევიან ვირები? როგორ იქცევა ბულბული? რაზე მიგვანიშნებს ვირის ემბლემის მსხვრევა? როგორები იყვნენ პერსონაჟები დასაწყისში და როგორები არიან ბოლოს? როგორ და რატომ შეიცვალნენ? რა არის მულტფილმის მთავარი სათქმელი? დააკავშირეთ წაკითხულ ტექსტებს და საკუთარ გამოცდილებასთან. 


კითხვა-პასუხი;
დისკუსია


ინდივიდუალური მთელი კლასი;

ილუსტრაციები მულტფილმიდან;
აღნიშნული რესურსი დაეხმარება მოსწავლეებს ნანახი ფილმის ეპიზოდებზე დაკვირვებასა და სიღრმისეულად გააზრებაში.
5წთ
8
მიზანი: პერსონაჟის დახასიათება და ცვლილებაზე ყურადღების გამახვილება; საპრეზენტაციო უნარების განმტკიცება
აღწერა:
მასწავლეელი სთხოვს მოსწავლეებს გადაინაწილონ ფუნქციები ჯგუფებში და სთავაზობს „პერსონაჟის რუკას“. მოსწავლეები ჯგუფებში ავსებენ პერსონაჟის რუკას და აკეთებენ პრეზენტაციას.


მოდელირება;

წერა- პერსონაჟის რუკის შევსება;
პრეზენტაცია;

ჯგუფური;
ინდივიდუალური

პერსონაჟის რუკა, კალამი;
რუკის გამოყენებით მოსწავლეები შეძლებენ გეგმის შესაბამის მიზანზე გასვლას, სემიოტიკური კომპეტენციის განვითარებას და მიღებული ინფორმაციის გააზრებას
5წთ
9
მიზანი: საშინაო დავალების მიცემა; გაკვეთილზე ნანახის აღქმა და ფიქრის გაგრძელება;
აღწერა: მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს სახლში დაწერონ პატარა თხზულება „დღეს მე გაკვეთილზე...“ ასევე სთავაზობს დაფაზე მიმაგრებულ ბარათებზე დაწერილ ლინკს, მულტფილმში მოსმენილი სიმღერის თანამედროვე ვარიანტს, რომელიც დამუშავეულია გარკვეული ცვლილებებით, მოუსმინონ და გამოხატონ დამოკიდებულება.


ახსნა-განმარტება;



მთელი კლასი
თავისუფალი, შემოქმედებითი წერის საშუალებით მოსწავლეები მოახდენენ გაკვეთილზე მიღებული ინფორმაციის რეფლექსიას, გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას შესწავლილი თემის მიმართ და განივითარებენ შემოქმედებითი და დამოუკიდებელი მუშაობის უნარს.
რემიქსული ვერსიის მოსმენით შეადარებენ მულტფილმში სეფაშვილის მიერ შესრულებულ და თანამედროვე ჯგუფის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტს.
2წთ
10
მიზანი:გაკვეთილის შეჯამება და კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემა
აღწერა:
მასწავლებელი განმავითარებელი შეფასების სტრატეგიების გამოყენებით აფასებს გაკვეთილსა და მოსწავლეებს. აძლევს კონსტრუქციულ უკუკავშირს.


განმავითარებელი კომენტარები;


მთელი კლასი; ინდივიდუალური;

შეფასების რუბრიკების შაბლონები; განმავითარებელი კომენტარები;
კონსტრუქციული უკუკავშირით მოსწავლეები დაინახავენ ძლიერსა და გასაუმჯოსებელ მხარეებს
5წთ



               


            გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
·         გაკვეთილის გეგმის მიხედვით შერჩეული აქტივობები და თვითონ მულტფილმი ხელს შეუწყობს ისეთი მნიშვნელოვანი კომპეტენციების განვითარებას, როგორიცაა მედია წიგნიერება და სემიოტიკური კომპეტენცია.
·         სქემის მახასიათებლების შესაბამისად წერს, ახარისხებს, აანალიზებს და აფასებს ტექსტში წარმოდგენილ ინფორმაციას;

ქართ. IV. 2.

მოსწავლეს შეუძლია გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება მხატვრული ნაწარმოების მიმართ
·         უკავშირებს პერსონაჟის მოქმედებას პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებას და იხსენებს მსგავს სიტუაციებს;
·         მონაწილეობს საბავშვო სპექტაკლის ან ზღაპრის  განხილვაში;
გამოხატავს საკუთარ ემოციებს/განცდებს და ცდილობს მათ ახსნას (გამიკვირდა იმიტომ, რომ..., აღვშფოთდი იმიტომ, რომ...“).
ქართ.IV3 . მოსწავლე უსადაგებს სამეტყველო ქცევას დასახულ საკომუნიკაციო ამოცანას.
·         სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება.
ქართ. IV. 14.მოსწავლეს შეუძლია წერის საწყისი სტრატეგიების გამოყენება
·         გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟის მიმართ სხვადასხვა ფორმით (მაგ., მოკლე დახასიათების, გმირის საქციელზე გაკეთებული კომენტარის სახით და ..)

         შეფასება: განმავითარებელი
         გაკვეთილზე  გამოიყენება განმავითარებელი  შეფასების სხვადასხვა მეთოდები და ინსტრუმენტები:
         ყოველი  აქტივობის  მიმდინარეობისას  დავაკვირდები  მოსწავლეთა  ჩართულობას, აზროვნებით  პროცესებს, სწავლის  პროგრესს, აქტივობების  პარალელურად მოსწავლეებს მივაწვდი რეკომენდაციებსა  და  განმავითარებელ  უკუკავშირს. ყურადღების კონცენტრაციისათვის გამოვიყენებ გამოსაძახებელ ჩხირებს.
         გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები გააკეთებენ თვითშეფასებას ზეპირი კომენტირებით და მასწავლებლის მიერ შეფასდებიან შესაბამისი რუბრიკით.
                                                         გაგება-გააზრების შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
ყოველთვის შეუძლია
ხშირად გამოსდის
იშვიათად
ახერხებს
გამოთქვამს ვარაუდებს მულტფილმის დაწყებამდე და შემდეგ.



ყურდღებას ამახვილებს გაუგებარ სიუჟეტებზე, აზუსტებს მნიშვნელობას.



გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ნანახის მიმართ



სვამს შეკითხვებს  და პოულობს პასუხებს მულტფილმის კადრების მიხედვით



ნანახის  შინაარს უკავშირებს ადრე წაკითხულ ტექსტებს და საკუთარ გამოცდილებას



ახდენს ნანახის რეზიუმირებას






                                                          
                                                                                 


                                                                                     თვითშეფასება „ცისარტყელა“
დღეს შევიტყვე, რომ...

გამიკვირდა...

ძალიან საინტერესო იყო...

გამიძნელდა...

ვისწავლე...

ახლა შემიძლია...

გამომივიდა...


                                            



                                              ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
                                         
მოსწავლე
 ჩართულობა
(დელეგირება)
პრეზენტაცია
ფუნქციური წერა
ქცევა
აქტიური
საშუალო
საშუალოზე დაბალი
აქტიური
საშუალო
საშუალოზე დაბალი
აქტიური
საშუალო
საშუალოზე დაბალი
აქტიური
საშუალო
საშუალოზე დაბალი

























































             





 ხელმოწერა:                              / მაკა არევაძე /
            
  თარიღი:  18.03.2019წ.


  






                                             გარე დაკვირვების გაკვეთილის რეფლექსია

     2019 წლის 18 მარტს სსიპ ქალაქ ხაშურის N7 საჯარო სკოლაში ჩავატარე ქართული ენის გაკვეთილი მე-4 კლასში. გაკვეთილს 27 მოსწავლიდან ესწრებოდა 25 მოსწავლე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა ორი მოსწავლე.
    გაკვეთილის თემა იყო მულტიპლიკაციური ფილმი „მწვანე ტოტი“. მიზანს შეადგენდა ფილმის ყურება, გააზრება და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა; პერსონაჟის თვისებებსა და მოქმედებებზე დაკვირვება, მსჯელობა, პარალელების გავლება სხვა ტექსტებთან და საკუთარ გამოცდილებასთან; მეტყველებისა და მარტივი ფუნქციური წერის უნარის განვითარება;
    გაკვეთილის მიზანი იყო გაზომვადი, რადგან ვიცოდი,  მოსწავლეების შესაძლებლობები და მიზნის მისაღწევად რა აქტივობები იქნებოდა მათთვის ეფექტიანი. ჩემ მიერ შერჩეული აქტივობების თანმიმდევრულობამ, პროდუქტიულობამ და მრავალფეროვნებამ შესაძლებლობა მომცა მიმეღწია დასახული მიზნებისთვის და  მოსწავლეთა სწავლის სტილის, ინტერესების და შესაძლებლობების  გათვალისწინება დამეხმარა  დასახული მიზნების  დაგეგმილ დროში  მიღწევაში. ვინაიდან გაკვეთილი ეყრდნობოდა ელექტრონულ რესურსებს, რისკების შემთხვევაში ასევე შემუშავებული მქონდა ე.წ. „გეგმა
B”, მაგრამ გეგმიდან გადახვევა ან გეგმის მოდიფიცირება არ დამჭირვებია .
    ვინაიდან გაკვეთილის თემა ბავშვებისთვის სასურველი ფორმატის იყო და მულტიპლიკაციური ფილმის ყურება მათთვის დიდ სიამოვნებასთან იყო დაკავშირებული და ასე ვთქვათ, არ გავდა ჩვეულებრივ სტანდარტულ კითხვის გაკვეთილს, ამ ფაქტორმა, როგორც სიახლემ,  მნიშვნელოვნად განაპირობა ბავშვების მოტივირება.
    გაკვეთილი წარიმართა აქტიურად, ბავშვებს გაკვეთილის თემა, მიზანი და მისაღწევი შედეგები ავუხსენი მათთვის გასაგებად  ჩემ მიერ შექმნილი თვალსაჩინოების გამოყენებით. წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით, გამოწვევის ფაზაზე, გამოვიყენე გაკვეთილის მიზნის შესაბამისი საპრეზენტაციო სლაიდები, რომლებმაც საშუალება მომცა შემექმნა შესაბამისი ბაზა ახალი ცოდნის დასაშენებლად. ბავშვებისათვის საინტერესო აღმოჩნდა ვარაუდების გამოთქმა მულტიპლიკაციური ფილმის ეპიზოდის ნახვის შემდეგ. ისინი ინტერესით და ყურადღებით უყურებდნენ მულტფილმს და ჩემ მიერ მითითებულ კომენტარებს ყურების პროცესში. ფილმის განხილვა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, რომელიც ეფუძნებოდა ბლუმის ტაქსონომიას და საპეზენტაციო სლაიდს. მსჯელობისას კლასში სუფევდა კეთილგანწყობილი გარემო, ბავშვები აზრს გამოთქვამდნენ თავისუფლად, რადგან არ ჰქონდათ შეცდომის დაშვების შიში, ვმოქმედებდით პრინციპით: „ყველა პასუხი მისაღებია“.  ფილმის ანალიზისას ორი მოსწავლე აღმოჩნდა განსხვავებულ პოზიციაზე და კითხვა-პასუხის მეთოდიდან გადავედით დისკუსიის აქტივობაზე. აღსანიშნავია, რომ ორივე მოსწავლემ დაასაბუთა თავისი პოზიციის მართებულობა და შესაბამისად ორივე შევაფასე დადებითად. პასუხების გაცემისას ვიყენებდი „გამოსაძახებელ ჩხირებს“, რადგან მოსწავლეებს არ ჰქონოდათ გულისწყვეტა „რატომ ის არა?“ ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, რომ მოსწავლეებმა ჩემგად დამოუკიდებლად ამოიცნეს ის მიზანი, თუ რატომ ვაჩვენე სწორედ აღნიშნული მულტფილმი და გაავლეს პარალელი წინა გაკვეთილთან და პერსონაჟებთან. რეფლექსიის ფაზა დავასრულე ჯგუფური სამუშაოს საშუალებით, მოსწავლეებმა ჯგუფებში შეავსეს ორნაირი „პერსონაჟის რუკა“ და გააკეთეს პრეზენტაციები. მუშაობის პროცესში ვმოძრაობდი  კლასში და ვაკვირდებოდი თუ როგორ მუშაობდნენ მოსწავლეები, რამდენად იყო ჩართული თითოეული მათგანი, რამდენად თანამშრომლობდნენ. ერთ-ერთ  ჯგუფს მუშაობის პროცესში გავუწიე რეკომენდაცია, ასევე შევნიშნე, რომ  ამავე ჯგუფის ზოგიერთი წევრი არ იყო  ჩართული მუშაობის პროცესში  და  მივაწოდე შესაბამისი უკუკავშირი. ჯგუფებმა გაართვეს თავი  სამუშაოს, ჯგუფური მუშაობით კი განიმტკიცეს თანამშრომლობითი უნარები, სწორედ თანამშრომლობის სარგებელზე ყურადღების გამახვილების მიზნით, ჯგუფის შეფასების რუბრიკაში ერთ-ერთ კრიტერიუმად შევიტანე თანამშრომლობა, შესაბამისი აღწერილობებით. გაკვეთილის  ბოლოს  თითოეულ ჯგუფს  მივაწოდე შესაბამისი განმავითარებელი უკუკავშირი და დავაჯილდოვე „ვარსკვლავებით“, მივუთითე, თუ რატომ დაიმსახურეს ეს ჯილდო.
     მოსწავლეებს მივეცი საშინაო დავალება, გავუწიე შესაბამისი რეკომენდაცია, ასევე დავურიგე მოსასმენი სიმღერის ლინკი.
   ვფიქრობ, რომ დაგეგმილი აქტივობები დამეხმარა მიზნის მიღწევაში. საგაკვეთილო პროცესში ვიყენებდი განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა მეთოდსა და ინსტრუმენს. ვცდილობდი, მოსწავლეებისთვის მიმეწოდებინა კონსტრუქციული უკუკავშირი და შემენარჩუნებინა პოზიტიური საკლასო გარემო. გაკვეთილის ბოლოს მოვახდინე გაკვეთილის შეფასება და აღვნიშნე გასაუმჯობესებელი მხარეც.
   ჩემი აზრით,  გაკვეთილის ძლიერ მხარედ შეიძლება ჩაითვალოს, ის რომ მისი მიმდინარეობისას  მოსწავლეებსა და ჩემ შორის იყო კეთილგანწყობილი ურთიერთობა, რომელიც ეფუძნებოდა პატივისცემასა და თანამშრომლობას. ასევე ეფექტურად გამოვიყენე ელექტრონული რესურსებიც, რამაც გააადვილა ინფორმაციის აღქმა   და  ამით ხელი შეეწყო ცოდნის გაღრმავებას. მოსწავლეებს ვაძლევდი  მკაფიო და ხშირ ინსტრუქციებს. ასევე მგონია, რომ ჩემი მოსწავლეები ამ გაკვეთილის შემდეგ მულტფილმების ყურებისას გამოიყენებენ ყველა იმ სტრატეგიას, რომელის საშუალებითაც მოხდა ფილმის ანალიზი, ვფიქრობ მედია წიგნიერებისა და სემიოტიკური კომპეტენციის  განვითარება ამ ასაკიდანვე მნშვნელოვანი უნარია.
   გაკვეთილი  წარიმართა გეგმის მიხედვით, არ დამჭირვებია მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა, თუმცა გამოიკვეთა რამდენიმე ხარვეზი, რასაც გავითვალისწინებ შემდგომი გაკვეთილის ჩატარებისას. ვინაიდან კლასში 27 მოსწავლეა და ყველანაირად ვცდილობ აქტივობები დავგეგმო მოსწავლეთა რაოდენობის გათვალისწინებით, ვფიქრობ რამოდენიმე მოსწავლეს ვერ მივეცი საკუთარი შესაძლებლობების უფრო კარგად გამოხატვის საშუალება. გაკვეთილის გასაუმჯობესებელ მხარედ გამოიკვეთა ის, რომ მოსწავლებს თვითშეფასება უნდა მოეხდინათ ბარათების საშუალებით, რომელიც ვერ მოვასწარი გეგმით განსაზღვრულ დროში. ვინაიდან რეფლექსიის ფაზა იმდენად ინტერაქციული იყო, რომ მიზანშეწონილად ჩავთვალე მოსწავლეებისათვის საშუალება მიმეცა დაესრულებინათ აზრი. ასევე ჯგუფური მუშაობის დასრულების შემედ გამიჭირდა მათი „როლიდან გამოყვანა“ და რამოდენიმე მითითება დაჭირდათ დროის ლიმიტის ამოწურვაზე.
   ვფიქრობ, აღნიშნული ხარვეზები შიძლება გამოსწორდეს. ყველა გაკვეთილზე შევეცდები დროის სწორად განაწილებას, მივიღებ და გავითვალისწინებ საჭირო და სასარგებლო რჩევებს კოლეგების მხრიდან. შევეცდები მოსწავლეებთან უფრო მეტი ვიმუშაო დროის ლიმიტის და თვითმართვის უნარების განმავითარებელ აქტივობებზე.  გავეცნობი სიახლეებსა და მეთოდურ მითითებებს, რომელიც დამეხმარება პროფესიულ ზრდასა და პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებაში.
                                                                                                                      



    მაკა არევაძე

                                                                                                                         
 19 მარტი 2019 წელი








Комментариев нет:

Отправить комментарий

წიგნის კლუბი "წიგნი ჩვენი მეგობარია!"

წიგნის კლუბი- ,,იდმალი მეგობარი"

 წიგნის კლუბის N2 შეხვედრა 28.10. საკუთარი გემოვნებით შერჩეული ლიტერატურის წარდგება/ პრეზენტაცია.