საზაფხულო სკოლა




                                     საზაფხულო სკოლის შექმნის მიზნები:
 1.
მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ესგ- მოთხოვნების მიხედვით, ფოკუსირებული სწავლება;
2.      მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა;
3. ინტეგრირებული სწავლების პროცესში მოსწავლეებში ტრანსფერის უნარის განვითარება
2017-2018 საწავლო წლის დასრულს გადავწყვიტეთ სსიპ ქალაქ ხაშურის N7 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა ბაზაზე საზაფხულო სკოლის ფუნქციონირება, რომლის მიზანი მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა და მათში ცოდნის ტრანსფერის უნარის განვითარება ესგ- მოთხოვნებისა და სტანდარტის მიხედვით მოხდება.
 
აღნიშნული მიზნის მისაღწევად გადავწყვიტეთ მუსიკის, ხელოვნების და ლიტერატურული ნაწარმოებები შევთავაზოთ მოსწავლეებს ისეთი მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობებით, რომ მათ არ გაუჭირდეთ ერთი თემის ინტერპრეტაცია ამ სამი საგნის მიხედვით. თემატიკის შერჩევისას გავითვალისწინეთ მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები და საჭიროება. ამასთანავე შევეცდებით მოვახდინოთ მოსწავლეთა საბაზო ცოდნის კონცენტრაცია  და მოვახდინოთ მთელი წლის ნასწავლს წარმოჩენა და ერთგვარი შეჯამება.
  
საზაფხულო სკოლა იფუნქციონირებს სსიპ ქალაქ ხაშურის N7 საჯარო სკოლაში, ორი კვირის ხანგრძლივობით. 10-დან 14 საათამდე.

                                       
                     საზაფხულო სკოლის მუშაობის
                          თემატური გეგმა
თვე და რიცხვი
                          თემის სახელწოდება
18.06.2018
1. სკოლის წესების გაცნობა. საუბარი მეგობრულ ურთიერთობებსა და ერთმანეთის დახმარებაზე.
2. ანიმაციური ფილმის ჩვენება; ემოციის გადმოცემა.
3. ლანჩი
4. მუსიკის მოსმენა, აღქმა, საუბარი.
5. თამაში: „აბა გამოიცანი“
19.06.2018
1. საუბარი მულტიპლიკაციაზე.
2. ფილმის ნახვა.
3. ლანჩი
4. ნანახი ფილმის გარჩევა
5. თმაში: „აბა გამოიცანი“
20.06.2018
1. საინფორმაციო შემეცნებითი ხასიათის ტექსტების კითხვა;
2. საუბარი, გარჩევა, დამოკიდებულების გამოხატვა;
3. ლანჩი
4. მულტფილმის ჩვენება; გარჩევა;
5. თმაში: „აბა გამოიცანი“
21.06.2018
1. საუბარი საბალეტო ხელოვნებაზე
2. ფილმის ნახვა
3. ლანჩი
4. ვიდეო კოლაჟების ნახვა, როგორ მზადდება პუანტები და ა.შ.
5. თამაში: „აბა გამოიცანი“
22.06.2018
1. საუბარი ცნობილ საბავშვო მწერლებზე
2. მოთხრობის კითხვა
3. ლანჩი
4. წაკითხულის გარჩევა
5. თამაში: “აბა გამოიცანი“
25.06.2018

1. საინფორმაციო ტექსტის განხილვა
2.დისკუსია ტექსტის ირგვლივ
3.ლანჩი
4.ფილმის ჩვენება 
26.06.2018
1. საინფორმაციო ტექსტი "სუნამოს შექმნა "
2.დისკუსია
3.ლანჩი
4.ფილმის ჩვენება 
27.06.2018
1. კოკა-კოლას შექმნის ისტორია
2.დისკუსია
3.ლანჩი
4.ანინო ციური ფილმის ჩვენება /საუბარი
5.დღის შეჯამება, მომდევნო დღეების მოლოდინის შესახებ საუბარი

29.06.2018
1. "საზაფხულო სკოლა და ჩვენ "-შემაჯამებელი შეხვედრა
2.დისკუსია
3.სიმღერა
4.სერტიფიკატების გადაცემა 





                                                           საზაფხულო სკოლის პირველი დღე

სკოლის შექმნის მიზნისა და მოლოდინების განსაზღვრა;
ანიმაციური ფილმის "საზიზღარი მე" -ჩვენება და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა
                                 







მუშაობის მეორე დღე
                                                    საუბარი მულტიპლიკაციაზე.
                                                                     ფილმის ნახვა





მესამე სამუშაო დღე
საინფორმაციო ტექსტის კითხვა და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;
მულტიპლიკაციური ფილმის ჩვენება და გარჩევა;




მეოთხე სამუშაო შეხვედრა 
ეროვნული გმირი 
ისტორიული ექსკურსი და საინფორმაციო ტექსტის განხილვა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შესახებ; 
ფილმის ჩვენება -განხილვა 











საზაფხულო სკოლის მეხუთე დღე 






მეექვსე შეხვედრა 







საზაფხულო სკოლის მეშვიდე შეხვედრა 
ტექსტის კითხვა-ანალიზი და დისკუსია 
ფილმის ჩვენება  და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა 








საზაფხულო სკოლის მერვე შეხვედრა 
ტექსტის კითხვა-ანალიზი და დისკუსია ფილმის გარშემო 
























საზაფხულო სკოლის შემაჯამებელი შეხვედრა 




















       საზაფხულო სკოლის ხელმძღვანელი მასწავლებლის რეფლექსია
  

     სსიპ ქალაქ ხაშურის N7 საჯარო სკოლაში 2017-2018 სასწავლო წლის ბოლოს, ჩემს კოლეგა, მუსიკის მასწავლებელ, ნათია ბარბაქაძესთან ერთად მოვაწყეთ საზაფხულო სკოლა „ჩვენ ქვეყნის მომავალი ვართ“. სკოლის პროგრამა მოვარგეთ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებს, რომელიც მოიცავდა განმავითარებელ, შემოქმედებით, გასართობ და სახალისო აქტივობებს. საზაფხულო სკოლის მიზნებს წარმოადგენდა მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა, ინტეგრირებული სწავლის პროცესში მოსწავლეებში ტრანსფერის უნარის განვითარება, რომელიც საშუალებას მისცემს ბავშვებს მოახდინონ უკვე არსებული ცოდნის მრავალმხრივი გამოყენება.  ამასთანავე შევეცადეთ  ხელი შეგვეწყო  მოსწავლეებს დავხმარებოდით საბაზო ცოდნის კონცენტრაციასა და მთელი წლის ნასწავლის წარმოჩენასა და ერთგვარ შეჯამებაში.
    მისათვის, რომ მიგვეღწია საზაფხულო სკოლის პროგრამით გათვალისწინებული შედეისათვის, მე და ჩემმა კოლეგამ მოვახდინეთ ფუნქციების დელეგირება. კერძოდ, მე პასუხისმგებლობა ავიღე ლიტერატურული თემატიკის შერჩევაზე და მისი ეფექტურად გადაცემის სტრატეგიებზე. ჩემი კოლეგა კი, ფილმების შერჩევასა და სახელოვნებო მხარეს კურირებდა. 

     იმის გათვალისწინებით, რომ დაიწყო არდადეგები შესაძლოა მოსწავლეების აქტიურობაში ყოფილიყო შეფერხება. ამ რისკის აღმოსაფხვრელად მოსწავლეებთან გასაუბრების მიხედვით შევადგინეთ საზაფხულო სკოლის პროგრამა და თემატიკის შერჩევისას გავითვალისწინეთ მოსწავლეთა სურვილები და ინტერესები. ასევე მათ მშობლებს გავაცანით საზაფხულო სკოლის მიზნები და მუშაობის სპეციფიკა. 
      სასწავლო თემატიკისა და რესურსების შერჩევისას გავითვალისწინეთ მოსწავლთა ასაკობრივი თავისებურებები, სწორედ ამიტომ კოლეგასთან ერთად გადავწყვიტე, რომ ჩვენი პროგრამა და გეგმა მოგვერგო სწორედ საზაფხულო სკოლის მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებებისა და ინტერესებისათვის. ყოველი დღის ბოლოს ხდებოდა გასაუბრება ბავშვებთან, თუ რა მოლოდინები და სურვილები ჰქონდათ მათ მომდევნო დღესთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე ჩვენმა გეგმამ და შესაბამისად მეთოდებმა ყოველდღიური მოდიფიცირება განიცადა.
       რაც შეეხება მუშაობის პროცსში გამოვლენილ ხარვეზებს, საზაფხულო სკოლის მოწყობა, ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა იყო, როგორ მოვახერხებდი თავის გართმევას, რამდენად ეფექტურად შევარჩევდი თემატიკასა და სტრატეგიებს. მიუხედავად იმისა, რომ მქონდა მრავალფეროვანი რესურსები და ვფლობდი მათი პრეზენტაციისათვის ეფექტურ სტრატეგიებს, დავდექი იმ ფაქტის წინაშე, რომ საზაფხულო სკოლაში მოსვლის სურვილი სხვადასხვა ასაკის და აკადემიური დონის ბავშვებმა გამოთქვეს. სწორედ მასალის დიფერენცირებულად მიწოდების დროს დავინახე ჩემი გასაუმჯობესებელი მხარე. მომდევნო სასწავლო წელს გავითვალისწინებ მიღებულ გამოცდილებას და ხარვეზების აღმოსაფხვრელად ვიზრუნებ პროფესიულ განვითარებაზე სხვადასხვა მეთოდებით, ტრენინგები იქნება ეს, გამოცდილ კოლეგასთან კონსულტაცია, თუ მეთოდური ლიტერატურის გაცნობა.
                                                                  
                                                            სსიპ ქალაქ ხაშურის N7 საჯარო სკოლის
                                                           ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი:
                                                                                                                                                    
                                                                                                                                        მაკა არევაძე
                                                                                                                                         30.06. 2018 წელი 



სწავლების პროცესში გამოყენებული მასალა:

1. http://kargiskola.ge/teacherintro/teacherintro.php
2.  https://www.youtube.com/
3. პროგრამები: word, power point
4. თაბახის ფურცლები, სანიშნები, ფანქრები და სხვა 

2 комментария:

  1. სახალისო საზაფხულო სკოლაც დასრულდა, ბედნიერი არდადეგები ჩემო ძვირფასებო

    ОтветитьУдалить
  2. რა სახალისო აქტივობები იყო, წარმატებებს გისურვებთ!

    ОтветитьУдалить

წიგნის კლუბი "წიგნი ჩვენი მეგობარია!"

წიგნის კლუბი- ,,იდმალი მეგობარი"

 წიგნის კლუბის N2 შეხვედრა 28.10. საკუთარი გემოვნებით შერჩეული ლიტერატურის წარდგება/ პრეზენტაცია.