სამოდელო გაკვეთილები




ადაპტირებული გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა: „პაპა და ყალიონი“ - ნინო ბეზარაშვილი

კლასი - მე-2

მოსწავლეთარაოდენობა -20  მოსწავლ
მათ შორის სსსმ მოსწავლეთა რაოდენობა - 2
გაკვეთილის მიზანი/სასწავლო შედეგი:
მიზანი/მიზნები   და   შედეგი ( ინდიკატორები) მთელი კლასისთვის, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით
·         მოსწავლეები გაეცნობიან ახალ ლიტერატურულ ნაწარმოებს და გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას;
ü  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე ილუსტრაციების მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;
ü  გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ (მომწონს / არ მომწონს, კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა; კეთილია, გონიერია და ..);
ü  ისმენს ტექსტს და ასახელებს შესაბამისი თემატიკის მულტფილმს, საბავშვო ფილმს; იხსენებს მსგავსსა და განსხვავებულ ადგილებს ამ მულტფილმებიდან და საბავშვო ფილმებიდან;
·         მოსწავლეები განივითარებენ სწორი და გამომეტყველებითი კითხვის უნარ-ჩვევას;
ü  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე ილუსტრაციების მიხედვით ამოიცნობს ტექსტის ან წიგნის შესაძლო შინაარსს;
ü  გამოყოფს მითითებულ ან საჭირო აბზაცს, ტექსტის დასაწყისსა და დასასრულს
·         გაიმდიდრებენ ლექსიკური მარაგს და შეძლებენ ახალი ლექსიკური ერეულების  ადეკვატურად გამოყენებას;
ü  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე აღწერს და ახასიათებს ნაცნობ საგანს თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით;
ü  განარჩევს წინადადების მოდალობებს (თხრობას, კითხვას, თხოვნას, ნატვრას, ბრძანებას) და წარმოთქვამს მათ შესაბამისი ინტონაციით;
ü  ამბის გადმოცემისას იყენებს მართებულ სიტყვაფორმებსა და მარტივ წინადადებებს;

·         შეძლებენ მცირე ზომის ტექსტის შექმნას;
ü  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე გადმოსცემს ნახატით ან მუსიკალური ნაწარმოებით მიღებულ შთაბეჭდილებას;
ü  ახასიათებს მისთვის ნაცნობ საგნებს და ადამიანებს.
·         შეძლებენ პერსონაჟის ძირითადი თვისებების გამოკვეთას, მათ დახასიათებას, დასაბუთებას ტექსტიდან და ინფორმაციის დახარისხებას;
ü  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე განარჩევს დიალოგს და თხრობას;
ü  მოიძიებს რეპლიკების ავტორებს;
ü  ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში მოიძიებს მითითებულ სიტყვებს (მაგ., პერსონაჟთა სახელებს, ცხოველს, სათამაშოს და სხვ.);
ü  პოულობს ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში ილუსტრაციის შესაბამის ეპიზოდს.
·         განივითარებენ მარტივი ფუნქციური ნაწერის შექმნის უნარს;
ü  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე პასუხობს კითხვებს ზეპირად და შემდეგ წერილობით;
ü წერს კარნახით;
მიზანი/ მიზნები   და  შედეგი ( ინდიკატორები)  სსსმ მოსწავლისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით•
·         მოსწავლეები გაეცნობიან ახალ ლიტერატურულ ნაწარმოებს და გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას;
მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით შეძლებს დაასახელოს მოთხრობის სათაური, ავტორი;
მასწავლებლის დახმარებით, თვალსაჩინოებაზე დაყრდნობით გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას;
·         მოსწავლეები განივითარებენ სწორი და გამომეტყველებითი კითხვის უნარ-ჩვევას;
მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით შეძლებს წაიკითხოს სათაური, დასაწყისის ერთი წინადადება;
·         გაიმდიდრებენ ლექსიკური მარაგს და შეძლებენ ახალი ლექსიკური ერეულების  ადეკვატურად გამოყენებას;
მოსწავლე გაიმეორებს თნაკლასელის ნათქვამს, ახალი ლექსიკური ერთეულებით შედგენილ წინადადებას;
·         შეძლებენ მცირე ზომის ტექსტის შექმნას;
მასწავლებლის დახმარებით, თვალსაჩინოებაზე დაყრდნობით, შეკითხვების დასმით გადმოსცემს მარტივმარტივ ტექსტს;
·         განივითარებენ მარტივი ფუნქციური ნაწერის შექმნის უნარს;
მოსწავლე დაწერს ილუსტრაციის შესაბამის სიტყვას;

1)      წინაპირობა -
მოსწავლეებმა იციან წელიწადის დროები, მათი თანამიმდევრობა, დამახასიათებელი ნიშნები, გაარჩევენ ნაწარმოების სტრუქტურას. მოსწავლეები ახალი ინფორმაციის გაგება-გააზრებისთვის ფლობენ კითხვის სტრატეგიებსა და გაგება-გააზრების მეთოდებს. შეუძლიათ  პერსონაჟის სქემისა და „ასოციაციური რუკის“ შევსება. ასევე ფლობენ ბუკში ინფორმაციის ჩაწერის და შენახვის უნარ-ჩვევას.
წინაპირობა  სსსმ მოსწავლეზე.
მოსწავლეს შეუძლია ასოების კითხვა, წელიწადის დროების დასახელება/ დახასიათება და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა. შეუძლია ილუსტრაციის მიხედვით ამბის შეთხზვა.
2) აქტუალობა---   ( კლასისთვის)
მოსწავლეები ახალი თემის საშუალებით კიდევ ერთხელ, სხვა კონტექსტში გაიაზრებენ, თუ როგორია კარგი და როგორია ცუდი საქციელი, რა არის დანაშაული და რა არა. ისინი კითხვის სხვადასხვა სტრატეგიისა და გაგება-გააზრების უნარების გამოყენებით, პერსონაჟის რუკის შევსებით შეძლებენ თამაშ-თამაშით და მცირე საკლასო დისკუსიის საშუალებით გაეცნონ ახალ  ნაწარმოებს.  აქტუალობა --- ( სსსმ  მოსწავლისთვის)
მოსწავლე ილუსტრაციის გამოყენებით შეძლებს გაიგოს ახალი თემა. დაწერს, ამოიკითხავს პერსონაჟების სახელებს. შეავსებს პერსონჟის რუკას მასწავლებლის დახმარებით.
გაკვეთილი ააგეთ 3 ფაზიანი მოდელის გათვალისწინებით:
·         გამოწვევა
·         მიმდინარეობა
·         დასრულება

აქტივობა მთელი კლასისთვის

აქტივობის და მეთოდის აღწერა, საკლასო მენეჯმენტი.
დრო
რესურსი
აქტივობა სსსმ მოსწავლისთვის

აქტივობის და მეთოდის აღწერა, საკლასო მენეჯმენტი.
დრო
რესურსი
                          გამოწვევის ფაზა
 საორგანიზაციო  საკითხი
1.      ისალმება, ჟურნალის შევსება, მოსწავლეების მომზადება გაკვეთილისთვის.
1 წთ
საკლასო ჟურნალი, კალამი,

1.      ისალმება, ჟურნალის შევსება, მოსწავლეების მომზადება გაკვეთილისთვის.
1წთ
საკლასო ჟურნალი, კალამი,
1.ახალი  მასალის ახსნისთვის  შემზადება
პროექტორის გამოყენებით თემისა და მიზნის განსაზღვრა.
                  აქტივობა N1-
„ასოციაციური რუკის“ გამოყენებით წინარე ცოდნის გააქტიურება: რა ასოციაციას იწვევს, რა გვახსენდება სიტყვა „ზამთარი“ როცა გვესმის? მოსწავლეები ასახელებენ სიტყვებს.

10წთ
დაფა, ცარცი, პროექტორი, ბუკი,

„ასოციციური რუკის“ შევსებისას სსსმ მოსწავლე ასახელებს ჩემი კითხვების დახმარებით შესაბამის სიტყვებს.





დაფა, ცარცი, პროექტორი, ბუკი
                         სიღრმისეული წვდომის ფაზა
2.ახალი მასალის ახსნა
აქტივობაN2
მასწავლებელი წერს დაფაზე გაკვეთილის სათაურს „პაპა და ყალიონი“ და აჩვენებს ილუსტრაციას. მოსწავლეები ილუსტრაციისა და სათაურის მიხედვით გამოთქვამენ ვარაუდებს რაზე შეიძლება იყოს მოთხრობა.
               აქტივობა N3
  დაფაზე ასევე მაგრდება სიტყვის ბარათები, ახალი ლექსიკური ერთეულები ტექსტიდან:
ბარდნიდა;
ჩამოაფხატეს;
კეტი;
ყალიონი;
ჭკუაში დაუჯდა;
მოკურცხლა;
საფერფლე;
დაშვენდა;
      რომლებიც სათითაოდ დამუშავდება, ბუკებში ჯგუფურად დგება სავარაუდო წინადადებები ტექსტიდან, ხდება მათი პრეზენტაცია და პირველი ფაზის შეფასება. ( რომელი აქტივობა მოგეწონათ, ვინ იყო აქტიური? ვის ურჩევდით გააქტიურებას?)
3. ახალი მასალის განმტკიცებაზე  მუშაობა
        აქტივობა N4
  ჯერ მასწავლებელი კითხულობს ტექსტს, შემდეგ მოსწავლეებს ეკითხება:
  ამ ერთი წაკითხვით რა დაგამახსოვრდათ მოთხრობიდან?
შემდეგ მოსწავლეები ნაწილ-ნაწილ კითხულობენ ტექსტს კითხვის სხვადასხვა ვარიაციების გამოყენებით, (კარგი მკითხველები - ინდივიდუალურად, საშუალო დონის მკითხველები - წყვილებში, დაბალი დონის ჯგუფურად) თან   მასწავლებელი მოსწავლეებს თხოვს ახალი ლექსიკური ერთეულების შეხვედრისას გახაზონ ფანქრით. 1-ლი დონის შეკითხვებით აანალიზებენ  მოთხრობას. ახარისხებენ ინფორმაციას:
რა არის მოთხრობის სათაური?
რა არის  თემა ამ ნაწარმოების? 
ვინ არიან პერსონაჟები?


15წთ

დაფა, ცარცი, ილუსტრაცია, სიტყვების ბარათები, სახელმძღვანელო


სსსმ მოსწავლე აღწერს ილუსტრაციას და გამოთქვამს ვარაუდს მოთხრობის შესახებ.









სსსმ მოსწავლე ილუსტრაციისა და ახალი ლექსიკური ერთეულების გამოყენებით ადგენს მარტივ წინადადებას და წერს ბუკში ჩემი დახმარებით.




















სსსმ მოსწავლე ასახელებს მოთხრობის იმ მონაკვეთს, რომელიც დაამახსოვრდა.

დაფა, ცარცი, იკუსტრაცია, სიტყვების ბარათები, სახელმძღვანელო
                       რეფლექსიის  ფაზა
4.შეჯამება
                   აქტივობა N5
  წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი სხვადასხვა დონის შეკითხვებით ააანალიზებინებს ახალ ინფორმაციას, ახარისხებენ მათ, საუბრობენ ტექსტის შესახებ:
რა გაუძნელდა მაიას? საიდან ჩანს ეს?
როგორი გოგო ა მაია? (დამამტკიცებელი საბუთი ტექსტიდან)
ამართლებთ თუ არა მის საქციელს?
როგორ ფიქრობთ, რატომ არ მოეწონათ ბავშვებს პაპის მიერ გაკეთებული ყალიონი?
პერსონაჟების რა თვისებებია გამოკვეთილი მოთხრობაში?
როგორ აფასებთ მაიას საქციელს?
              აქტივობა N6
  მასწავლებელი მოსწავლეებს „გამოკრებით კითხვის“ საშუალებით სთხოვს მოძებნონ ადგილი, სადაც აღწერილია: 
ა)ბავშვების გართობა;
ბ)მაიას სათხოვარი;
გ)სათამაშო ყალიონის გაკეთება;
როგორ მთავრდება მოთხრობა?
რისი თქმა სურს მწერალს? საიდან ჩანს ეს?
რომელ შესწავლილ ნაწარმოებს დაუკავშირებდით მოთხრობას?
           აქტივობა N7
    მოსწავლეები ტექსტიდან უსვამენ ერთმანეთს შეკითხვებს.
         აქტივობა N8
ავსებენ პერსონაჟის  რუკას ჯგუფურად. აფასებენ საკუთარ მუშაობას. ახალი ლექსიკური ერთეულების ბარათებს ათავსებენ „ახალი სიტყვების სკივრში“


18წთ

სახელმძღვანელო, პერსონაჟის რუკა,





სსსმ მოსწავლე ასახელებს პერსონაჟებს და ახასიათებს მათ მარტივი საკომუნიკაციო ტერმინოლოგიის გამოყენებით.




















სსსმ მოსწავლე გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას მოთხრობის მიართ. (რა მოეწონა და რატომ?)



სსსმ მოსწავლე სვამს შეკითხვას ტექსტის ირგვლივ.

სახელმძღვანელო, პერსონაჟის რუკა,

5. შეფასება
განმავითარებელი: მასწავლებლის შეფასება;
                                 თვითშეფასება;
                                   ურთიერთშეფასება;                       

2წთ
მასწავლებლის შეფასების რუბრიკა; სიტყვიერი კომენტარი;








მასწავლებლის შეფასების რუბრიკა; სიტყვიერი კომენტარი;
6.საშინაო   დავალების  მიცემა 

მოთხრობა კითხვით;
აქტივობის რვეულში დავალება N1, N2



1 წთ
სახელმძღვანელო, აქტივობის რვეული

მოთხრობა კითხვით, დახატოს ილუსტრაცია ერთერთი მონაკვეთის მიხედვით.
გადაიწეროს წინადადება, რომელიც მოეწონა.


         

     უნარები/ კომპეტენციები

1.      თქვენს მიერ წარმოდგენილი გაკვეთილის გეგმა მოსწავლეებში რა უნარებს განავითარებს
Þ     შემოქმედებითი უნარები;
Þ     თანამშრომობითი/საკომუნიკაციო უნარები
Þ     ძიების უნარები
Þ     მსჯელობის
Þ     გაგების
Þ     პრეზენტაციის
Þ     ტრანსფერის
Þ     რეზიუმირების
2.      თქვენს მიერ წარმოდგენილი გაკვეთილის გეგმა სსსმ მსწავლის რა უნარებს განავითარებს
               გაგების
                 შედარების
                 მოსმენის
                 თანამშრომლობით/ სკომუნიკაციო უნარებს
  თქვენს მიერ წარმოდგენილ გაკვეთილის გეგმაში რომელი სასწავლო სტრატეგიებია გამოყენებული?
   დაასაბუთეთ თქვენი პასუხი -
დიდაქტიკური მეთოდი- მინილექციის გამოყენებით ინფორმაციის გადაცემა;
რესურსზე დაფუძნებული სწავლება - გაკვეთილის მსვლელობისას გამოვიყენე სხვადასხვა რესურსი, რათა მიმეღწია გაკვეთილის გეგმის მიხედვით გაწერილი მიზნისთვის;
კოგნიტური სქემა- ახსნისა და შეჯამების ფაზაზე გამოვიყენე აღნიშნული სტრატეგია, ინფორმაციის კლასიფიკაცია- რეზიუმირებისათვის.
კითხვა-პასუხი - გავეთილის სამივე ფაზაზე აღნიშნული სტრატეგიით ვამოწმებდი მოსწავლეთა ცოდნასა და გაგებას.

      გაითვალისწინეთ, თუ არა სწავლებისა და განვითარების თეორიები გაკვეთილის გეგმის შემუშავებისას ?
     დაასაბუთეთ თქვენი პასუხი -
გაკვეთილის გეგმის შემუშავებისას გავითვალისწინე და გამოვიყენე უზნაძის განწყობის თეორია(ჰუმანისტური), განვახორციელე გამოწვევის ფაზაში;
 გაკვეთილი დავგეგმე ისე, რომ მოსწავლეები გასულიყვნენ ბლუმის ტაქსონომიის მაღალ სააზროვნო ხოლო სსსმ მოსწავლე დაბალ სააზროვნო უნარებზე. ( განვითარებისა და განათლების ბიჰევიორისტული თეორია);
ასევე გავითვალისწინე კოგნიტური თეორია ფსიქოლოგ პიაჟეს მიხედვით- სქემები და ილუსტრაცია შევარჩიე გამოწვევისა და შეჯამების ფაზებზე, რადგან სწორედ პიაჯეს მიხედვით თვალსაჩინოება ხელს უწყობს ინფორმაციის უკეთ და ხანგრძლივად დამახსოვრებას.


                                         სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია

        ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილი მე-2 კლასში იყო სამოდელო, რომელიც   გამჭოლ კომპეტენციებზე იყო ორიენტირებული. მიზანი კი ნაწარმოების წაკითხვა, გააზრება და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, ახალი ლექსიკური ერთეულების ადეკვატურად გამოყენება, მარტივი საკომუნიკაციო ტექსტის შექმნა ილუსტრაციის მიხედვით, ახალი ინფორმაციის დახარისხება და უკვე ნასწავლ ნაწარმოებებს შორის პარალელის გავლება იყო. გაკვეთილის თემა ესადაგებოდა სასწავლო წლის პროგრამულ მასალას  და პასუხობდა  ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტს. მოსწავლეებსაც ჰქონდათ შესაბამისი წინარე ცოდნა, რომელიც არაჩვეულებრივად წარმოაჩინეს გაკვეთილის სამივე ფაზაში.
     მეორეკლასელთათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექსტის გაგება-გააზრებისათვის საჭირო სტრატეგიებისა და უნარ-ჩვევების დაუფლება. მით უმეტეს,რომ
კითხვა თავისთავად რთული პროცესია და ხშირად მოსწავლეებს უჩნდებათ ფრუსტრაციის განცდა, მათ ეზარებათ კითხვა და ჩემი, როგორც პედაგოგის მიზანიც არის მოსწავლეებმა დაძლიონ აღნიშნული სიძნელე და ჩამოყალიბდნენ კარგ მკითხველებად, იყვნენ პოზიტიურად განწყობილნი კითხვის პროცესის მიმართ. იმისათვის, რომ დასახული მიზნისთვის მიმეღწია და კითხვის პროცესი საინტერესო ყოფილიყო გაკვეთილზე გამოვიყენე რამდენიმე აქტივობა:
                                                                 გაკვეთილის პირველ  ფაზაში  გამოვიყენე აქტივობები:
  1-ლი აქტივობა - „ასოციაციური რუკის“ გამოყენება მიზანი იყო  წინარე ცოდნის გააქტიურება.

 2. მეორე  აქტივობა („ლექსიკურ  ერთეულებზე  მუშაობა) -  ამ აქტივობის მიზანი  წინარე  ცოდნის  გააქტიურებასთან
                                                    
ერთად  იყო  ისიცრომ  მოსწავლეებისათვის   კითხვის დაწყების პროცესში უკვე  ყველა
                                                    
სიტყვის  მნიშვნელობა  კარგად  უნდა  ყოფილიყო  ცნობილი  და  მათი ადეკვატურად
                                                    
გამოყენებაც  შეძლებოდათ. ეს ყოველივე  მოსწავლეებმა  შეძლეს  ლექსიკური ერთეულების  მიხედვით
                                             წინადადებების შედგენით. ბუკებში.

3.
მესამე  აქტივობა  ( სათაურის, ლექსიკური ერთეულებისა  და  ილუსტრაციის  და სათაურის  მიხედვით  მცირე ზომის  ტექსტის
                                                    
შექმნა) - ეს აქტივობა  ამ ასაკის  მოსწავლეებში ძალიან  საინტერესოა., ხელს უწყობს
                                                    
ფანტაზიის  განვითარებას და  გაბმული  თხრობის  უნარ-ჩვევის  ჩამოყალიბებას.
                                                                       გაკვეთილის მე-2 ფაზაში გამოვიყენე აქტივობები:
4. მე-4 აქტივობა - კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება, მიზანი ტექსტის სტრუქტურისა და შინაარსის გაგება.

5. მე-5 აქტივობა - ფაქტებზე ორიენტირებული კითხვები ტექსტიდან, ბავშვების ჩართულობით. მიზანი  გაკვეთილის თემის გამოკვეთა.
                                                                         გაკვეთილის მესამე ფაზა
6.
მე-6 აქტივობა - „გამოკრებითი კითხვის“ მეთოდი, მიზანი საკუთარი აზრის დასაბუთება ტექსტის მიხედვით და ინფორმაციის დახარისხება.
7. მე-7 აქტივობა-
( პერსონაჟის  რუკის  შევსება) -  აღნიშნულმა აქტივობამ  მოსწავლეებს  ხელი შეუწყო  დაეხარისხებინათ
                                         ახალი ინფორმაცია  და  გამოეკვეთათ  პერსონაჟთა  ძირითადი  თვისებები   და რაც  მთავარია
                                        დაესაბუთებინათ ტექსტიდან, რაც შეასრულეს  ჯგუფური მუშაობისას .
8. მე-8 აქტივობა ( გასასვლელი ბილეთის შევსება)-   აღნიშნული  აქტივობის  მიზანი  მოსწავლეთა   აზრის  გათვალისწინება იყო  მომდევნო  გაკვეთილის  დაგეგმვისას.
      რაც  შეეხება  საგაკვეთილო პროცესის  მიმდინარეობას, ვთვლი , რომ  გაკვეთილის ფაზები დავიცავი, მითითებულ დროშიც ჩავეტიე , მოსწავლეები  აქტიურად იყვნენ  ჩართულები ყველა აქტივობაში.  თუმცა მცირე შეფერხება იყო ბუკებში წინადადების დაწერისას, ერთერთმა ბუკმა შეფერხებით იმუშავა და ჯგუფში მღელვარება გამოიწვია.  ვერ გამოვყოფ  რომელი  აქტივობა უფრო  ინტერესით  შეასრულეს, რადგან  ვთვლი,  რომ  გაკვეთილის სამივე  ფაზაში  დიდი პასუხისმგებლობით  მიუდგნენ  თითოეული აქტივობის  შესრულებას.  ბავშვები  გამოთქვამდნენ საკუთარ  აზრს, იცავდნენ ქცევის  წესებს  კლასში იყო პოზიტიური გარემო,  მოსწავლეები ცდილობდნენ  დადებითი შთაბეჭდილება  მოეხდინათ  სტუმრებზე  და  ესიამოვნებინათ  მასწავლებელიც.  მოსწავლეები  ობიექტურები იყვნენ  ურთიერთშეფასების  და თვითშეფასების დროსაც , რომელიც  თანამშრომლობითი და  საკომუნიკაციო  უნარების  განვითარების  მიზნით  გამოვიყენე. 
        მიუხედავად  იმისა ,  რომ  ძალიან  ვცდილობდი  მოსწავლეები  თანაბრად  ყოფილიყვნენ  ჩართულები  საგაკვეთილო  პროცესში, ვფიქრობ,  რომ რამდენიმე  მოსწავლეს  ვერ  მივეცი  საკუთარი  შესაძლებლობების  სრულად  გამოვლენის საშუალება.  ასევე  მომიწია  გეგმით  გათვალისწინებული  აქტივობის  ამოღებაც  დ ა  ერთი  აქტივობის  მეორეთი  შეცვლა.   მიზეზი  ის  იყო, რომ  გამოწვევის  ფაზაში  დიდი  დრო  დავუთმე  ლექსიკურ  ერთეულებზე  მუშაობას და  ერთერთი  აქტივობის  შესრულებას  ბავშვებმა  შედარებით  მეტი  დრო  მოანდომეს  ვიდრე   საჭირო იყო.
       
მიღებულ  გამოცდილებას გავითვალისწინებ  მომდევნო  გაკვეთილის  დაგეგმვისას  და  აქტივობებს  შევარჩევ  სასურველი რაოდენობით.  

Комментариев нет:

Отправить комментарий

წიგნის კლუბი "წიგნი ჩვენი მეგობარია!"

წიგნის კლუბი- ,,იდმალი მეგობარი"

 წიგნის კლუბის N2 შეხვედრა 28.10. საკუთარი გემოვნებით შერჩეული ლიტერატურის წარდგება/ პრეზენტაცია.