წიგნის კლუბი- "წიგნი ჩვენი მეგობარია!"

წიგნის კლუბი - "წიგნი ჩვენი მეგობარია!"

  ჩვენ განვითარებული ტექნიკის საუკუნეში ვცხოვრობთ. სამყარო „დაპყრობილია“ ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით, რომელთა გარეშეც თითქმის შეუძლებელი გახდა სრულყოფილი კომუნიკაციის დამყარება. თანამედროვე განათლების სისტემა მიუხედავად იმისა, რომ ცილობს კომპიუტერული ტექნოლოგიები სასწავლო პროცესის ნაწილი გახადოს, ბარიერი მაინც გადაულახავი რჩება, წიგნთან გაუცხოვება დიდ პრობლემებს ქმნის არა მარტო სასწავლო პროცესში, არამედ ოჯახებშიც. იშვიათი გამონაკლისის გარდა, მოსწავლეთა უმრავლესობისთვის წიგნი და ზოგადად კითხვის პროცესი დიდ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, შარშან ახლანდელ მესამე კლასში ჩამოვაყალიბე კითხვის წრე და მთელი მეორე სემესტრის განმავლობაში ვცდილობდი სახალისო და ამავე დროს საინტერესო აქტივობებით შემეყვარებინა ბავშვებისთვის კითხვა. დასახული მიზანი მიღწეულ იქნა და წელს, ახალი სასწავლო წლიდან ბავშვების სურვილის მიხედვით გდავწყვიტეთ გაგვეგრძელებინა მუშაობა, ამჯერად წიგნის კლუბის სახით.
     წიგნის კლუბის მიზანებს წარმოადგენს:
კითხვის პროცესის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება;
მკითხველის წიგნთან მუშაობის საწყისი უნარების ფორმირება;
წიგნის კითხვის სხვადსხვა სტრატეგიების ფლობა;
წაკითხულის პრაქტიკაში გამოყენების უნარების  ჩამოყალიბება;
კითხვის, მოსმენისა და გაგება-გააზრების უნარჩვევების ხელშეწყობა;
                                   


განაცხადი წიგნის კლუბის წევრობაზე


                                                              სსიპ ქალაქ ხაშურია N7 საჯარო სკოლის
                                                            საკლასო წიგნის კლუბ „წიგნი ჩვენი მეგობარია!“ 
     
                                                                     
                                                                 კურატორს     მაკა არევაძეს 
                                                                                           
                                                         ამავე სკოლის მე-3 კლასის                                                                
                                                                                
                                                        მოსწავლის ---------------------------


გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
    სურვილი მაქვს გავწევრიანდე საკლასო წიგნის კლუბში ,,წიგნი ჩვენი მეგობარია!’’. გთხოვთ, დააკმაყოფილოთ ჩემი სურვილი.

                                                                                                  
                                                                                                      



                                                                                                        განმცხადებელი:
                                                                                                                                 
                                                                                                                        თარიღი:  



საკლასო წიგნის კლუბის 

წესდება

1.ზოგადი დებულებები
1.1. სსიპ ქალაქ ხაშურის N7 საჯარო სკოლაში შეიქმნა საკლასო წიგნის კლუბი. დაფუძნებულია მესამე და მეოთხე კლასების ფარგლებში.
1.2 . კლუბი დაფუძნებულია 2018-2019 წლის ვადით.
1.3 კლუბებ აქვს სახელწოდებეი .
1.4 კლუბების იურიდიული მისამართისაქართველოხაშურითამარ მეფის  ქ. 10

    2. კლუბის მიზნები და ამოცანები:
2.1. წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და მათდამი ინტერესის გაზრდა;
2.2. კითხვისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება;.
2.3. აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებით უნარების განვითარება;
2.4. მოსწავლეთა ინიციატივების  წახალისება;

2.5.მოსწავლეთა ცოდნის და გამოცდილების შეძენა.
2.6. ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება.
2.7. შეიძენენ ჯგუფში მუშაობის, გადაწყვეტილების მიღებასა და პრეზენტაციის წარმართვის გამოცდილებას.
    2.8კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობარომელიც ემსახურება კლუბის მიზნებსინტერესებსორიენტირებულია შედგეზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

3. კლუბში გაწევრიანება :
3.1. კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
3.2. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის III და IV კლასის მოსწავლერომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს.
3.3. კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობითი ფორმით(განცხადებით).
3.4. კლუბის წევრებზე გაიცემა კლუბის წევრის მოწმობა.
3.5 კლუბში გაწევრიანებაზე გადაწყეტილება მიიღება კლუბის კურატორის მიერ.
3.6 კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაშიდაიცვასწესდების მოთხოვნებიშეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
3.7. კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზერომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან.
3.8. კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების საფუძველზეასევეკლუბის საერთო კრების გადაწყვეტილებით, როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს და სკოლის დამთავრების შემდეგ.

4.კლუბის სტრუქტურა,მართვა და გადაწყვეტილებების მიღება:
4.1. კლუბი შედგება კლუბის წევრებისგანრომელთა რაოდენობაა არაუმეტეს ოცი მოსწავლისაა;
4.2. კლუბს შეიძლება ჰყავდეს კურატორირომლის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობასერთპიროვნულად წარმოადგენოს კლუბი მესამე პირთან/პირებთანურთიერთობისასუხელმძღვანელობს კლუბის მიერ განსახორციელებელი პროექტებისადა პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას. დანიშნოს და გაათავისუფლოს კლუბისწევრებიმიიღოს სხვა გადაწყვეტილებები საწესდებო მიზნების მისაღწევად.
4.3. ხელმძღვანელი თავისი კომპეტენციის ფარგლებშიხელმძღვანელობს კლუბის საქმიანობასერთპიროვნულად.
4.4. კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია ხმათა უმრავლესობით : დამტკიცოს სამოქმედო გეგმადაამტკიცოს კლუბის წესდებააირჩიოს კლუბის ლიდერი.
4.5 კლუბის ლიდერი ირჩევა 1 სასწავლო წლის ვადით.
4.6 
ერთი და იგივე კანდიდატი კლუბის ლიდერად შეიძლება არჩეულ იქნას 2 ვადით.


5. კლუბის მუშაობა
5.1. კლუბი იკრიბება  კვირაში ერთჯერგარდა არდადეგების პერიოდისა;
5.2. კლუბის შეკრებები იტვირთება კურატორის პირად ბლოგსა და სოციალურ ქსელში.

6. კლუბის რეორგანიზაცია და საქმიანობის შეწყვეტა:
6.1. კლუბის რეორგანიზაცია (შეერთებამიერთებაგამოყოფა გარდაქმნა)ხორციელდება ამ დებულებით.
6.2 კლუბის ლიკვიდაცია ხდებასაერთო კრების გადაწყვეტილებით ან მიზნების მიღწევის შემთხვევაში.

7დასკვნითი დებულება:
7.1. წინამდებარე წესდება ძალაში შედის კლუბის ამოქმედებისთანავე.
7.2. ამ წესდებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ საერთო კრების გადაწყვეტილებით.


ხაშური, სსიპ N7 საჯარო სკოლა
უფროსი მასწავლებელი - მაკა არევაძე
2018 წლის 1ოქტომბერი




                                           წიგნის კლუბის თემატიკა
თვე და რიცხვი
პროგრამა
18.10
წიგნის კლუბის დაარსება; წესდების შემუშავება;
25.10
წიგნის კითხვის სტრატეგიების გაცნობა; პრაქტიკული მუშაობა
01.11
სასურველი ჟანრის წიგნის შეჩევა და პრეზენტაცია
08.11
საინფორმაციო ტექსტის აღქმის თავისებურებები; საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტი "ფრინველის ბუდე"
15.11
გოდერძი ჩოხელის კვირეული-"სამოთხის გვრიტები" კითხვა-ანალიზი;
დავალებად "სამოთხის გვრიტები"- ფილმის ყურება და ჩანაწერების გაკეთება
22.11
გოდერძი ჩოხელი- "ლუკას სახარება" კითხვა-ანალიზი;
დავალებად "ლუკას სახარება" ფილმის ყურება და ჩანაწერებს გაკეთება;
29.11
დისკუსია
06.12
გოდერძი ჩოხელი და ვაჟა-ფშაველა
13.12
დისკუსია
20.12
ანა კატერინა ვესტლი- „ დედა, მამა საბარგო მანქანა და რვა ბავშვი“
27.12
დისკუსია
სემესტრის შეჯამება ;





31.01
მეორე სემესტრის პირველი შეხვედრის შესანიშნავი  დასაწყისი;
შეხვედრა ირმა მალაციძესთან

14.02
ეგზიუპერის "პატარა უფლისწული"
                                                  (1-ლი და მე-6 თავების განხილვა)

28.02
ეგზიუპერის "პატარა უფლისწული"
შეჯამება
14.03
თავისუფალი თემა
28.03
„წერილი მეგობარს“
11.04
საგაზეთო სტატიები - გაზეთი „კითხვის დრო“
25.04
საბიბლიოთეკო საათი
08.05
„მხიარული ოჯახი და სხვებიც...“ = ლელა ცუცქირიძე
23.05
„მხიარული ოჯახი და სხვებიც...“ = ლელა ცუცქირიძე - შეჯამება
06.06
„ წაიკითხე ჩემი წიგნი“ - აქტივობა
11.06
შემაჯამებელი შეხვედრა- ჩვენ და წიგნის კლუბი










18.10.18

წიგნის კლუბის პირველი შეხვედრისას მოსწავლეებმა შეავსეს განაცხადი, წიგნის კლუბში გასაწევრინებლად. ასევე გაეცნენ კლუბის წესდებას და მუსაობის სპეციფიკას...



25.10.18
მეორე სამუშაო შეხვედრაზე მოსწავლეებმა მიიღეს წიგნის კლუბის წევრის მოწმობა და ისაუბრეს კითხვის სტრატეგიაზე რომელსაც მომდევნო შეხვედრის პრეზენტაციისას გამოიყენებდნენ.











01.11.
მესამე სამუშაო შეხვედრა 
წიგნისკითხვის სტრატეგიებზე მუშაობა






08.11.2018 წელი
მორიგი შეხვედრა წიგნის კლუბში
განვიხილეთ საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტის გააზრების სტრატეგიები












15. 11. 18
წიგნის კლუბის მეხუთე შეხვედრა
წავიკითხეთ გოდერძი ჩოხელის "სამოთხის გვრიტები "
გავაანალიზეთ და გავმართეთ დისკუსია ნაწარმოების ირგვლივ 






                                                  მეექვსე შეხვედრა წიგნის კლუბში
შეხვედრის მიზანი იყო ქართული და საზღვარგარეთის მითოლოგიური გმირების შედარება









მეშვიდე შეხვედრა წიგნის კლუბში










მეორე სემესტრის პირველი შეხვედრის შესანიშნავი  დასაწყისი;
შეხვედრა ირმა მალაციძესთან














                                                              
                                                                  14.02.2019 წელი
                                               ეგზიუპერის "პატარა უფლისწული"
                                                  (1-ლი და მე-6 თავების განხილვა)









"პატარა უფლისწულის" შეჯამება


  
"წერილი მეგობარს".....












საგაზეთო სტატიები - გაზეთი „კითხვის დრო“









საბიბლიოთეკო საათი















„მხიარული ოჯახი და სხვებიც...“ = ლელა ცუცქირიძე





„ წაიკითხე ჩემი წიგნი“ - აქტივობა








შემაჯმებელი შეხვდრა - თხზულების კითხვა














საკლუბო მუშაობის ხელმძღვანელი პედაგოგის რეფლექსია
 2018-2019 საწავლო წელს სსიპ ქალაქ ხაშურის N7 სკოლის მესამე კლასში ჩამოვაყალიბე წიგნის კლუბი, რომლის სახელწოდებაც მოსწავლეებმა შეარჩიეს და "წიგნი ჩვენი მეგობარია " უწოდეს. 
წიგნის კლუბის მიზანებს წარმოადგენს:
  • კითხვის პროცესის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება;
  • მკითხველის წიგნთან მუშაობის საწყისი უნარების ფორმირება;
  • წიგნის კითხვის სხვადსხვა სტრატეგიების ფლობა;
  • წაკითხულის პრაქტიკაში გამოყენების უნარების  ჩამოყალიბება;
  • კითხვის, მოსმენისა და გაგება-გააზრების უნარჩვევების ხელშეწყობა;
    აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თავდაპირველად კლუბში მესამეკლასელთა მხოლოდ ნაწილი იყო გაერთიანებული, თუმცა უკვე მეორე სემესტრიდან გაწევრიანების სურვილი მთელმა კლასმა გამოთქვა.
   კლუბს ვამუშავებდი შემუშავებული წესდების მიხედვით, მქონდა პროგრამაც, რომელიც შეესაბამებოდა მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებს, ინტერესებსა  და საჭიროებებს. 

   მუშაობის პროცესში მოდიფიცირება განიცადა პროგრამამ, რადგან ვითვალისწინებდი, როგორც მოსწავლეთა ინტერესებს, ასევე მათ მოდალობას, რათა უფრო საინტერესო ყოფილიყო მოსწავლეებისათვის მუშაობა და რაც მთავარია შემენარჩუნებინა ის მოტივაცია და ინტერესი საკლუბო მუშაობის მიმართ, რომესაც მივაღწიე პირველ სემესტრში მუშაობისას. საკლუბო მუშაობის ძლიერ მხარედ მიმაჩნია სწორედ ეს, რომ მთელი წლის მანძილზე  შევძელი შემენარჩუნებინა ის ტემპი და სულისკვეტება, რასაც თავდაპირველად იჩენდნენ მოსწავლეები. ეს ყოველივე კი განაპირობა სწორად და მიზნობრივად შერჩეულმა თემატიკამ. რაც შეეხება გასაუმჯობესებელ მხარეს, შემდეგში, როდესაც ვაწარმოებ საკლუბო მუშაობას, აუცილებლად დავტვირთავ ელექტრონული ბიბლიოთეკის წიგნებით და შესაბამის გარემოც შევეცდები შევუქმნა ბავშვებს. 
    წლის ბოლოს მიღწეული იქნა საკლუბო მუშაობის მიზნით გათვალისწინებული ყველა პუნქტი. ამის თქმის საფუძველს მაძლევს მოსწავლეთა ნამუშევრები წლის ბოლოს და მათთან შემაჯამებელი შეხედრის ანალიზი, სადაც ყველამ მოითხოვა მომდევნო სასწავლო წელსაც გაგვეგრძელებინა მსგავსი ხასიათის აქტივობა.

                                            წიგნის კლუბის კურატორი:
                                            სსიპ ქალაქ ხაშურის N7 საჯარო სკოლის 
                                            ქართული ენისა დალიტერატურის უფროსი მასწავლებელი:
                                            მაკა არევაძე                            
2019 წელი 

წიგნის კლუბი "წიგნი ჩვენი მეგობარია!"

წიგნის კლუბი- ,,იდმალი მეგობარი"

 წიგნის კლუბის N2 შეხვედრა 28.10. საკუთარი გემოვნებით შერჩეული ლიტერატურის წარდგება/ პრეზენტაცია.